10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 1/2 ჩ.ჭ მცენარეული ზეთი
- 1 ც კვერცხის გული
- ძმარი ან ლიმონის წვენი და მარილი-გემოვნებით
მომზადება:
ფაიფურის ჭურჭელში მოვათავსოთ უმი კვერცხის გული, დავუმატოთ მარილი, ხის ნიჩბით განუწყვეტლივ
ვურიოთ ( თუ გვსურს, რომ საწებელი იყოს უფრო ცხარე, მაშინ ჩავურიოთ 1/4 ჩ.კ მდოგვი) და თან დავუმატოთ
თითო ჩ.კ მცენარეული ზეთი . როცა კვერცხისა და ზეთის ნარევისგან წარმოიქმნება ერთგვაროვანი მასა,
დავასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ. მზა საწებელს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის
სისქე.
ზეთი ნელნელა უნდა დაემატოს რო კარგად შეერიოს. თუარადა რო გაითქვიფება ცოტახანში კვერცხს ძირზე დაილექავს.