10 წუთი. 15 წუთი.
ტორტილასები- სიმინდის ან პურისკვერი, შეკაზმული.
შემადგენლობა:
- 4 ც კვერცხი
- 2 ავოკადო
- 400 გრ წითელი ლობიო
- 1 წითელი ხახვი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 25 პამიდორი ჩერი
სოუსისთვის:
- 90 მლ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ ძმარი
- 1 ცხარე წიწაკა
- 1 ს.კ დაფქული ძირა
- მარილი და შავი პილპილი
- გახუხული ტორტილასები
მომზადება:
სალათა: კვერცხეი მოხარშეთ 7-8 წუთი, გააცივეთ ცივ წყალში. დიდ ჯამში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი
ავოკადო და პამიდვრები, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, მსხვილად- მწვანე ხახვი და ლობიოს
მარცვლები.
სოუსი: ზეთი, ძმარი, წვრილად დაჭრილი წიწაკა, ძირა, მარილი და ახლადაფქული პილპილი ათქვიფეთ.
კვერცხები შუაზე გაჭერით და სალათას დაუმატეთ. მოასხით სოუსი, ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ და
სუფრაზე ტორტილასებთან ერთად მიიტანეთ.
დაწერე კომენტარი პირველმა