Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

გთავაზობთ კულინარიულ რჩევებს, რომელიც საჭმლის მომზადების პროცესს უფრო გაგიმარტივებთ..!

    • თუ მაცივარში უსიამოვნო სუნია, დადეთ ხახვის რამოდენიმე ნაჭერი.
  1. რძე, რომ არ ამჟავდეს, შეფუთვის გახსნისანავე მოაყარეთ მცირე რაოდენობის მარილი.
  2.  იმ შემთხვევაში, თუ ბრინჯი დაგეწვათ, დაადეთ მას თეთრი პურის ნაჭერი 5-10 წთ,რომ გააქროს დამწვარი ბრინჯის სუნი.
  3. მომჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გამოცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ ცივში.
  4. მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს, წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.
  5. ბრინჯი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე, ცოტა უნდა მოხალოთ. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში, ზომაში დიდად არ გაიზრდება.
  6. მარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.
  7. სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.
  8. მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.
  9. სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შედეგად, მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გარეცხავთ.