Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  500 გრ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 3/4 ჭიქა ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • ძმარი, ოხრახუში, კამა, წიწაკა და მარილი -გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი გავრეცხოთ კანიანად, მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ ოთკუთხედ ნაჭრებად. ერთად

დავნაყო ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი.გავხსნათ ძმარში, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და

მოვასხათ გამზადებულ კარტოფილს. მზა სალათას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.