10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- 250 გრ კარტოფილი
- 50 გრ ქიშმიში
- 2 ც კვერცხი
- 150 გრ კაკალი
- ნახევარი ჭიქა არაჟანი
- მარილი,პილპილი,მწვანილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ კანინად, გავფცქვნათ და დავჭრათ რგოლებად . რგოლებად დავჭრათ
მოხარშული კვერცხიც. ჩავალაგოთ სასალათეში კარტოფილის და კვერცხის ფენები, თან
მოვაყაროთ მარილი და პილპილი.ზემოდან დავაყაროთ გარეცხილი ქიშმიში, გატარებული
ნიგოზი და მოვასხათ არაჟანი.
დაწერე კომენტარი პირველმა