10 წუთი. 15 წუთი.
მარტივი სალათა კარტოფილის გამოყენებით!
მომზადება:
700 გ მოხარშული კაროტოფილი გაფცქვენით, გააცივეთ და დაჭერით რგოლებად, 2 თავი ხახვიც დაჭერით რგოლებად, მიუმატეთ ძირიან-ფოთლიანად დაჭრილი 3 ძირი ნიახური, 5 მაგრად მოხარშული დაჭრილი კვერცხი, ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ სპეციალურად მომზადებული სოუსით და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
სოუსი:
3 ს.კ ზეთს შეურიეთ 2 ჩ.კ მდოგვი, 1 ჩ.კ შაქარი, 1 ჩ.კ მარილი, 3 ლიმნის წვენი.
დაწერე კომენტარი პირველმა