Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

მოამზადეთ კალმახი ჩვენი რეცეპტით! 

 

შემადგენლობა:

  •  1 კგ კალმახი
  • 500 გ სხვადასხვა ბოსტნეული( სტაფილო, მწვანე ლობიო, ბარდა, გაყინული ან ახალი)
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი,პილპილი,ზეითუნის ზეთი

მომზადება:

კალმახი გავრეცხოთ, შევაშროთ, შიგნიდან და გარედან მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი და ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. დიდი ფორმაში ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ. ჯამში ავურიოთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი . წავუსვათ თევზს ყველა მხრიდან და ჩვდოთ ტაფაში.გვერდით დავულაგოთ ბოსტნელი, სეგვიძლია დავუმატოთ სხვა სხვა სახეობებიც: კარტოფილი, სოკო , ბრიუსელის ან ყვაილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ა.შ. ხახვი დავჭრათ 4-6 ნაწილად და დავულაგოთ ასევე გვერდით, რამდენიმე ნაწილი კი ოხრახუშის ღერებსადა ლიმონი ნაჭრებთან ერთად თეცზს ჩავუდოთ მუცელში. დარჩენილი ზეთი მოვასხათ ბოსტნეულს და ავურიოთ. დავალაგოთ შემორჩენილი ოხრახუშის ღერები, თავზე გადავაფაროთ ისევ ფორლგა და 200 გრადუსზე 20-25 წუთი შევწვათ. ძალიან აროამული, ჯანსაღი და გემრიელი კერძია.