Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 1 კგ ისპანახი
  • 2/3 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2 ს.კ ძმარი
  • თითო კონა მწვანილი
  •  მარილი და წიწაკა-გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში. გავაჩეროთ 1 საათს. შემდეგ მოვათავსოთ

ქვაბში, დავასხათ მდუღარე წყალი და ვხარშოთ 10-15 წუთს. წყალი გავწუროთ, ისპანახი გავაგრილოთ,

გავწუროთ და დავჭრათ.

ცალკე მოვამზადოთ საკმაზი : დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი,  დავამატოთ ძმარი და წვრილად

დაჭრილი ოხრახუში. ეს საკმაზი შევურიოთ ისპანახს. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.