Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  1 ქილა დაკონსერვებული ან მოხარშული ლობიო
  • 1 სავსე ჭიქა დაკეპილი მჟავე კომბოსტო
  • 1 ც ვაშლი
  • 1 ც პატარა სტაფილო
  • 10-15 ც სალათის ფოთოლი
  • 2 ც ტჯბილი წიწაკა
  • 2 ც ტკბილი მწვანე წიწაკა
  • 2 თავი ხახვი
  • თითო კონა ქინძი, კამა და ოხრახუში

საკაზმისთვის: 

  • 1/3 ჭიქა ძმარი
  • 1/3 ჭიქა ზეთი
  • 2ჩ.კ შაქარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ სოიის სოუსი
  • შავი პიპილი, მარილი

მომზადება:

ვაშლი და სტაფილ გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, წიწაკა- წვრილ რგოლებად, მწვანილი დაკეპეთ, სალათის ფოთლები ხელით დააქუცმაცეთ, მჟავე კომბოსტო გაწურეთ.

ლობიო საწურზე გადაწურეთ, რომ წვენი არ შეჰყვეს და პროდუქტები მოათავსეთ ერთად ღრმა  ჭურჭელში. მოამზადეთ საკაზმი- დაჭყლეტილი ნიორი, ძმარი, ზეთი, შაქარი, სოიის სოუსი, პილპილი და მარილი გათქვიფეთ, მოასხით სალათას და კარგად აურიეთ.