Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 700 გრ ვაშლი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 3%-იანი ძმარი-1 ჭიქა
  • 2 ც მიხაკი
  • დარიჩინი-გემოვნებით
  • დანის წვერით-ლიმონის მჟავა

მომზადება:

ვაშლები გავთალოთ, გავჭრათ შუაზე, ამოვაჭრათ კურკები და, რომ  არ გაშავდნენ, ჩავაწყოთ წყალში, რომელსაც

დამატებული ექნება ლიმონის ჟავა. ძმრით, წყლით და შაქრით მოვადუღოთ სიროფი, ჩავაწყო თვაშლები და

ვადუღოთ ნელ ცეცხლზე  ვაშლის სრულ მომზადებამდე.ვაშლი მაშინ იქნება მზად,როცა ჩანგალს ადვილად

ჩავარჭობთ. გადმოვიღოთ ვაშლი, დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვასხათ სიროფი.