Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  450 გრ ბროკოლი
  • 400 გრ ბარდა
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ჭიქა დაკონსერვებული პამიდორი
  • 1 ს.კ მდოგვი
  • 2 ს.კ ძმარი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ბროკოლი დავანაწევროთ და მოვხარშოთ ორთქლზე 5 წუთი. სასალათეში მოვათავსოთ მდოგვი,

ძმარი, ზეთი,მარილი,პილპილი,გატარებული ხახვი და კარგად ავურიოთ. დაკონსერვებული

პამიდორი გავჭრათ შუაზემ ჩავაწყოთ სასალათეში, შევურიოთ ბარდა, ბროკოლი და ამოვურიოთ.